article poster

რამდენად დიდია PS5?

გასულ ხუთშაბათს პირველად ვიხილეთ Playstation 5 და ცოტა არ იყოს, მართლაც უცნაურად გამოიყურება.  Sony-ის მიერ გამართული ციფრული პრესკონფერენციის დროს ჩვენ მხოლოდ ვიხილეთ ახალი კონსოლის დარენდერებული სურათი, რომელშიც PS5 თავისი გლუვი და თხელი დიზაინით საკმაოდ Sci-Fi სტილში გამოიყურება, მაგრამ თუ მას PS3, PS4-სა და ახალ Xbox Series X შევადარებთ, ეს ილუზია სრულიად ინგრევა.

დისკის წამკითხველის სიდიდით თუ ვისმჯელებთ (რაც სტანდარტულად 3.5 ინჩი, ანუ დაახლოებით 9 სანტიმეტრია), PS5 დაახლოებით შემდეგი ზომის იქნება: 15.74" x 8.79" x 3.97". შედარებისთვის, Xbox Series X - 11.85" x 6.03" x 6.03".
ყველაზე მეტად შემაწუხებელი არის ის, რომ PS5-ის სიმაღლე ცოტა არ იყოს არაკომფორტული და რთულად განსათავსებელი იქნება ბევრი ადამიანისთვის. სავარაუდოდ, ახალ PS5-ს ბევრად ჩუმი და უკეთესი გაგრილების სისტემა ექნება, რაც ალბათ მის ამ ნაკლს გადაწონის.
Facebook კომენტარები