article poster

თამაში, რომლის შექმნაზეც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობდა?

2036 წელი, უცნაური ფენომენალური არსებები მსოფლიოს გარშემო არსაიდან ჩნდებიან ცის თავზე. საიდუმლოებით მოცულმა ორგანიზაციამ სახელად SRO-მ (სუპერ ბუნებრივი კვლევითი ორგანიზაცია) გააგზავნა ჯგუფის რამდენიმე წევრი არსებული პრობლემის შესასწავლათადა გამოსაკვლევად.
ამ ამბის უკან არის ადამიანი, რომელიც გადაურჩა ორ სამყაროს, სწორედ ისაა ამ საიდუმლოს ამოხსნის მთავარი გასაღები.
 


Bright Memory: Infinite - ასე ქვია ამ თამაშს რომელიც დღეს დაანონსა Xbox-მა გამართულ ღონისძიებაზე. რაც უფრო ყველაზე მეტად გამაოგნებელს ხდის ამ თამაშს არის ის, რომ მასზე მუშაობდა მხოლოდ ერთი დეველოპერი. წარმოგიდგენიათ, თუ როგორ შეეძლო ასეთი დახვეწილი გრაფიკისა და უჩვეულო ისტორიის შექმნა მხოლოდ ერთ ადამიანს? თრეილერის ნახვის შემდეგ თამაშის ინდი სტატუსი ამ ეჭვის გაღვივების საბაბს ნამდვილად გვაძლევს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თამაშის ძრავიც კი Unreal Engine, ქართულად წარმოუდგენელ ძრავად ჟღერს.

ახალი თრეილერიდან თუ ვიმსჯელებთ, თამაში პირველი პირის შუთერია, რომელშიც ჩაქსოვილია აკრობატული მანერები და RPG შესაძლებლობები. ერთი სიტყვით, ეს თამაში წარმოუდგენლად კარგი გრაფიკისა და ფანტაზიის უმაღლესი მწვერვალის ნაზავია.
Facebook კომენტარები