article poster

EA-ს პირველი ქროსფლეი თამაში Need for Speed Heat იქნება

როგორც EA-მ დააანონსა, Need for Speed Heat იქნება მათი პირველი მულტიფლეიერი თამაში, სადაც თქვენ შეგეძლებათ ნებისმიერი სათამაშო მოწყობილობით ეთამაშოთ ერთმანეთს (მაგალითად, თქვენ შეგეძლებათ თქვენი PS4 მოწყობილობით ონლაინ რეჟიმში ეთამაშოთ თქვენს მეგობარს, რომელსაც PC ან Xbox One აქვს).

განახლება დღეს, 9 ივნისს გამოვა. ინსტალაციის დროს პროგრამა ავტომატურად გირჩევთ crossplay ფუნქციის ჩართვას, რომელიც შეგიძლიათ მაშინვე ან შემდგომ გაიაქტიუროთ, თამაშის პარამეტრებიდან.

Need for Speed Heat EA Access-სა და Origin Access-ზე 16 ივნისს გამოვა. როგორც ცნობილია, უახლეს მომავალში EA კვლავ მრავალ სიურპრიზსა და განახლებას გვპირდება.

მართალია, EA-ს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს Need for Speed-ის სამომავლო გეგმებზე, თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ახალ სერიებზე Criterion Games იმუშავებს.
Facebook კომენტარები