article poster

Destiny 2-ის სამომავლო გეგმები ცნობილია

კომპანია Bungie-მა Destiny 2-ის სამომავლო გეგმები გაგვაცნო.
თამაშში იქნება ორი ახალი ექსპანსია: Destiny 2 Universe: Season of Arrivals და Destiny 2: Beyond Light. ისინი, ვინც Destiny 2-ის ნებისმიერ ვერსიას ფლობენ, შეეძლებათ PS5-სა და Xbox Series X კონსოლებზე უფასოდ გადასვლა, 4K რეზოლუციითა და 60 FPS-ით. გარდა ამისა, Destiny 2-ს ექნება cross-play პლატფორმის მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ შეგეძლებათ ერთმანეთს ეთამაშოთ ნებისმიერი როგორც ძველი, ასევე ახალი თაობის კონსოლებით.



Destiny 2-ის ახალი ექსპანსია, Destiny 2: Beyond Light გამოსვლის თარიღად 2020 წლის 22 სექტემბერი დასახელდა. მოთამაშეებს შეეძლებათ დაიპყრონ ევროპა - პლანეტა იუპიტერთან მეექვსე, ყველაზე ახლოს მდებარე თანამგზავრი. მცველებს მოუწევთ, მამაცურად შეხვდნენ უმოწყალო, მყინვარული წარმოშობის მიჯნას და ფარდა ახადონ საიდუმლოს, რომელიც უძველესი ყინულის ქვეშ ინახება.

მცველებს ასევე შეეძლებათ ახალი მისტიური ძალის, Stasis-ის გამოყენება, რომლის შესახებაც ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა როგორც დეველოპერები გვპირდებიან, ეს ძალა ტიტანებს, ჯადოქრებსა და მონადირეებს ახალ და საოცარ გამოცდილებას შესძენს.



დამატებით, თამაშში თქვენ გელოდებათ ახალი გამოწვევები და 6 მოთამაშიანი რეიდი, რომელიც Deep Stone Crypt-ში გაიმართება. 



მოთამაშეებს შეეძლებათ წინასწარ შეუკვეთონ Destiny 2: Beyond Light და მიიღონ წვდომა განსაკუთრებულ Exotic Ghost Shell, Legendary Emblem-სა და ბონუს ნივთებზე. ასევე ხელმისაწვდომი იქნება Digital Deluxe გამოშვება, რომელიც ოთხივე სეზონს მოიცავს: Freeze Tag Exotic Emote, No Time to Explain Exotic Pulse Rifle with Exotic Catalyst and Ornament, the Any Other Sky Exotic Sparrow.
დამატებით გამოვა Collector's Edition Beyond Light-ისთვის, რომელშიც შევა Digital Deluxe Edition და Die-Cast Splinter of Darkness Replica with lights, a Europa Explorer's Bag, a Europe Exploration Canteen, a Mysterious Logbook, და სხვა აღმოჩენები ევროპადან.



Bungie-მა დამატებით გვაჩვენა The Witch Queen-ისა და Lightfal-ის, შემდეგი ორი ექსპანსიის თიზერი, რომლებიც 2021 და 2022 წელს გამოვა.

Destiny 2 - Season of Arrivals-ში ბნელი წინასწარმეტყველება "dark omen" შეაღწევს სისტემაში და თან გაიყოლებს მცველებს რათა გაიგოს პასუხები მისტიური პირამიდის გემის შესახებ. თამაშის ამ ახალი სეზონის აქტივობა იწყება დღეს, 9 ივნისს, ახალი მიწისქვეშა დილეგის, Prophecy-ის თამაშში გაშვებით, რომელიც Destiny 2-ის ყველა მოთამაშისთვის იქნება ხელმისაწვდომი.



Season Pass-ის მფლობელები ახალ Witherhoard Exotic ყუმბარმტყორნცსა და სეზონურ ჯავშნის ნაკრებებს გახსნიან.
Bungie-მა ასევე Destiny 2-ს სტრიმინგის დაწყებამდე 8 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებს George Floyd-ის ხსოვნას.
Facebook კომენტარები