article poster

Halo 2 Anniversary ახლა უკვე ხელმისაწვდომია PC მოწყობილობაზე

Halo 2 Anniversary არის ორიგინალი Halo 2-ის remastered (გადაკეთებული) ვერსია, რაც თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ თამაშში გაუმჯობესებულია გრაფიკული მახასიათებლები, რეზოლუცია და აუდიო ხარისხი. თამაში თავდაპირველად 2014 წელს გამოვიდა ექსკლუზიურად Xbox One-ისთვის, თუმცა ახლა უკვე Halo 2 ხელმისაწვდომია PC მოწყობილობებისთვის Steam-სა და Xbox Game Pass-ზე.

მინდა შეგახსენოთ, რომ თამაში The Master Chief Collection-ის ნაწილია, ეს კოლექცია თავის მხრივ მოიცავს თამაშ Halo-ს 6 სერიას, რომლებიც სურათზეა ნაჩვენები.


თამაშების PC-ზე გამოსვლის თარიღები:
  • Halo Reach: 2019 წლის 3 დეკემბერი (გამოვიდა)
  • Halo Combat Evolved: Anniversary: 2020 წლის 3 მარტი (გამოვიდა)
  • Halo 2: Anniversary: 2020 წლის 13 მაისი (გამოვიდა)
  • Halo 3: ODST: (დაანონსებულია)
  • Halo 3(დაანონსებულია)
  • Halo 4(დაანონსებულია)


მოკლედ რომ შევაჯამოთ, თამაშის Gameplay ცოტა არ იყოს ძველმოდურად გამოიყურება და თამაშსაც მოკლე ისტორია გააჩნია, თუმცა დადებითი ისაა, რომ ბევრ ადამიანის Halo 2-ის PC-ზე თამაშის ძველი ნატვრა აუხდა.

იხილეთ სურათები


თამაშის ფორმატი: PC
Price: $9.99 ($30.00 მთლიანად Halo: The Master Chief Collection რაც მოიცავს ექვსივე თამაშს)
გამომშვები: Xbox Game Studios Developer: Splash Damage and 343 Industries
გამოსვლის თარიღი: 2020 წლის 13 მაისი
Facebook კომენტარები