article poster

Konami Pro Evolution Soccer 2021-ის გამოსაშვებად მზადაა

Konami  მზადაა გამოუშვას მე-20 ნაწილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშისა Pro Evolution Soccer, რომელსაც გეიმერები მოუთმენლად ელოდებიან.

ყოველ წელს PES-ი ცდილობს კონკურენცია გაუწიოს მის მთავარ კონკურენტ FIFA-ს, საუკეთსო საფეხბურთო სიმულატორის სახელისთვის. ეს ბრძოლა დიდი ხანია მიმდინარეობს, რაც უფრო საინტერესოს ხდის ირივე თამაშის განვითარებას, რაც გეიმერებს მაქსიმალურ სიამოვნებას გვანიჭებს.

დაანაოსებული იყო, რომ Pro Evolution Soccer 21-ზე  გეიმერებს ზუსტად 9 ოქტომბერს ექნებოდათ წვდომა, მაგრამ თარიღი შეიცვალა და ყველას სასიხარულოდ უკვე 15 სექტემბერს შევძლებთ დავტკბეთ ჩვენი საყვარელი თამაშით, მაგრამ, რათქმაუნდა თამაშის გამოსვლამდე, დემო ვერსიაში, უკვე შეგვეძლება კონკრეტული მონახაზების ნახვა და თამაშის მიახლოებითი შეფასება. თამაში გამოვა PS4, Xbox One და PC-ზე, ხოლო ფასი დაახლოებით 30$-იდან 60$-მდე იქნება, რაც დამოკიდებულია გამოცემის ვერსიაზე.
 
 
რომელი ლიცენზიები ექნება PES 21-ს?
რათქმაუნდა ახალ გამოცემაში კონამიმ გააუმბჯობესა ლიცენზიების რიცხვი. დანადვილებით ვიცით, რომ ბარსელონა დარჩა თამაშის მთავარ პარტნიორად, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს, თამაშს დაემატება ოფიციალურად ლიცენზირებული იუვენტუსი. ახალი არ იქნება თუ გეტყვით რომ არსენალი, მანჩესტერი და ბაიერნი არსებული ლიცენზიით ისარგებლბენ. მაგრამ მილანის და ინტერის ნაცვლად, რომლებთანაც შეთანხმება ვერ შედგა, გუნდები წარსდგებიან როგორც Milano RN(Rossoneri) და Lombardia NA(Nerazzurri).   
 
PES 2021 ოფიციალური თრეილერი
 
 
 
Facebook კომენტარები