article poster

Insomniac-მა ახალი Spider-Man: Miles Morales დააანონსა

მოგეხსენებათ, 2018 წელს გამოსული თამაში Spider-Man გახლდათ Sony PS4-ის ექსკლუზივი. თამაშის ეს სერია საკმაოდ წარმატებული გამოდგა და PlayStation-ის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ექსკლუზიური თამაში გახდა.
ტენდენცია არც ამჯერად იცვლება და Sony კვლავ გვთავაზობს თავისი სექუელის გაგრძელებას ამჯერად ახალ, PS5 კონსოლზე, რიგით მეორე თამაშს - Spider-Man: Miles Morales.

ვინ არის მაილს მორალესი?



მაილს გონსალო მოლარესი არის გამოგონილი სუპერგმირი, რომელიც Marvel-ის კომიქსების სერიებში თავდაპირველად 2011 წელს გამოჩნდა კომიქს Ultimate Fallout-ში, პიტერ პარკერის გარდაცვალების შემდგომ. მაილსი აფრო-ლათინო ამერიკელი თინეიჯერია, რომელიც მეორე ადამიანი ობობაა რომელიც Ultimate სერიებში გამოჩნდა.
მარველის ახალი პერსონაჟი იმ შესაძლებლობებს ფლობს, რასაც პიტერ პარკერი. მიუხედავად ამისა, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა კომიქსების მოყვარულებში და მარველისთვის საკმაოდ წარმატებული პერსონაჟი გახდა.



მართალია, Sony-ის თიზერით ბევრი რამ ვერ გავიგეთ თამაშის გეიმფლეის შესახებ, თუმცა, საკმაოდ საინტერესოა ის შესაძლებლობები, რაც თამაშის გმირს შეემატა: ვენომის ელექტრო ნაკადი, კამუფლაჟი და ა.შ.
Facebook კომენტარები