article poster

ამერიკელ ექიმებს ახლა უკვე ვიდეო თამაშების რეცეპტით გამოწერა შეუძლიათ

ისტორიაში პირველად, ვიდეო თამაშები ახლა უკვე შესაძლებელია ისე გამოგიწეროთ ექიმმა, როგორც ეს მედიკამენტების შემთხვევაში ხდება. FDA-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ EndeavorRX (შექმნილი Akili Interactive-ის მიერ) არის ისტორიაში პირველი თამაში, რომელიც ამერიკაში მედიკამენტად ლეგალურად მიიჩნევა. ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც iOS-ის ახალმა პროდუქტმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა იმ ბავშვებში, რომელთაც ADHD სჭირთ. ექიმებს ამ თამაშზე რეცეპტის გაცემა 8-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის შეუძლიათ.

ADHD - ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Akili Interactive-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელსაც წამყვანი ექიმები აკონტროლებდნენ, დაასკვნეს, რომ თამაში ვერ ჩაანაცვლებს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ამ დაავადების სამკურნალოდ იყენებენ, თუმცა, ის საკმაოდ კარგია დამატებითი თერაპიის სახით.
თამაშში თქვენ გიწევთ რეაქტიული ტივით მოგზაურობა სხვადასხვა ფანტასტიურ ლოკაციებზე, უნდა შეაგროვოთ სამიზნე ნივთები და თავი აარიდოთ დაბრკოლებებს. მეტი მრავალფეროვნებისთვის კი, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა ფორმები.



თამაში მხოლოდ რეცეპტითაა ხელმისაწვდომი.
Facebook კომენტარები