article poster

GTA 5 არის Epic Games Store-ის შემდეგი უფასო თამაში

Epic Games Store-ის ოფიციალურ თვითერის გვერდზე რეკლამის სახით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვირის უფასო თამაში GTA 5 იქნება, თუმცა რეკლამა მალევე წაიშალა, მაგრამ ეს ფაქტი ინტერნეტში დაუმალავი არ დარჩა.

 
მიუხედავად იმისა, რომ თამაში PC პლატფორმაზე 5 წლის წინ გამოვიდა, GTA 5 კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ტოპ10 საუკეთესო თამაშს შორის.
Epic Games Store-ზე ხვალიდან 21 მაისის ჩათვლით შეგეძლებათ უფასოდ მიიღოთ GTA 5 თამაში.

P.S დიდი ტრეფიკის გამო, Epic Games Store ამჟამად გათიშულია. საიტის ჩართვისთანავე GTA 5 ბმულს განვანახლებთ. მანამდე კი epicstore-ის მაგივრად შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდი, gamestore დაათვალიეროთ.

გადმოსაწერი ბმული (განახლდა): დააჭირეთ რათა GTA V გადმოწეროთ უფასოდ

Facebook კომენტარები