article poster

ლეგენდარული თამაში Mafia დაბრუნდა!

რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ ახალი Mafia-ში?



ახლად დაანონსებული Mafia, Mafia II და Mafia III სრულიად ახალ, განგსტერულ სამყაროში გადაგიყვანთ და ახლო თვალით დაგანახებთ ამერიკაში ორგანიზებულ დანაშაულებს. ტრილოგია აერთიანებს Mafia-ს ყველა სამ თამაშს, რომლის შეძენაც Xbox One, PlayStation 4-სა და PC-ზე შეგიძლიათ. ამჟამად PC-ზე თამაში Steam-ითაა შესაძლებელი, ახლო მომავალში კი Epic Games Store-სა და Stadia-ზე დაემატება.



Mafia; Definitive Edition სრულიად განახლდა და გადაკეთდა: შეიცვალა თამაშის ძრავი, განახლდა სცენარი, დაემატა ახალი მისიები, ბევრად გაუმჯობესდა თამაშის გრაფიკა და ახლა უკვე მისი 4K რეზოლუციაზე თამაშიც კი შეგიძლიათ. ასევე დაემატა მოტოციკლები და სხვადასხვა სახის კოლექციები 1930 წლის ქალაქ Lost Heaven-იდან. 

Mafia 2: Definitive Edition Gameplay


Mafia 2 სრულიად განსხვავებულ ისტორიას გვიყვება მაფიაზე. ამჯერად მაფიოზთა ქალაქ Empire Bay-ში მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანი Vito Scaletta გადაწყვეტს რომ შეუერთდეს ადგილობრივ ოჯახს, რათა რაეხმაროს მამის ვალების გასტუმრებაში. თამაშში დამატებულია მრავალი DLC კამპანია, ასევე დაემატა ტანსაცმლები და მანქანის ძრავები.

Mafia 3: Definitive Edition Gameplay


თამაშში მოქმედები ვითარდება 60-იან წლებში, ქალაქ New Bordeaux-ში, რომელიც ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებითა და მრავალფეროვანი კულტურის მქონე პოპულაციით. თამაშში თქვენ იქნებით LINCOLN CLAY, ადამიანი, რომელიც გაწირეს სასიკვდილოდ და ამოუხოცეს ოჯახი. ახლა კი თქვენი მიზანია შექმნათ ახალი კლანი და შური იძიოთ იტალიურ მაფიაზე.


Mafia: Definitive Edition დებიუტი 2020 წლის 28 აგვისტოს შედგება. ხოლო თუ თქვენ წინასწარ შეუკვეთავთ თამაშის Digital (ანუ ინტერნეტით გადმოსაწერ) ვერსიას, დაუყოვნებლივ გექნებათ წვდომა ახალ Mafia II-სა და Mafia III-ზე. ხოლო მათ, ვისაც უკვე შეძენილი ჰქონდათ თამაშის ადრეული ვერსიები Steam-ზე, განახლებას უფასოდ მიიღებენ და ხელახლა ყიდვა აღარ მოგიწევთ.

მიიღეთ Mafia: Definitive Edition Steam-ზე.
Facebook კომენტარები