article poster

Epic Games-მა Unreal Engine 5 დააანონსა

Epic Games-მა 13 მაისს Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლისთვის დააანონსა, რომელსაც დემონსტრაციისთვის თან დაურთო PlayStation 5-ზე გაშვებული თამაშის საცდელი ვიდეო. Epic-მა განაცხადა, რომ ვიდეოში თვალნათლივაა ნაჩვენები, თუ რის შესაძლებლობას გვაძლევს მომავალი თაობის კონსოლები და როგორ გრაფიკულ პროგრესს უნდა ველოდოთ მას შემდეგ, რაც UE5 და მსგავსი ხელსაწყოები ყველა დეველოპერისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თამაშის ვიზუალი თავად ამბობს სათქმელს. Epic ყოველთვის აქვეყნებდა იმ პროგრესს, რაც შესაძლებელია. ჩვენი მიზანი არამხოლოდ დეველოპერებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემაა, არამედ მთავარი პრობლემა, რაც თამაშების შემუშავებაშია, არის მაღალი ხარისხის თამაშის იაფად და მოკლე დროში შექმნა. ასე რომ, ჩვენი მიზანია დეველოპერების ცხოვრების გამარტივება და მათი პროდუქტიულობის გაზრდა.
განაცხადა გენერალურმა დირექტორმა, Tim Sweeney-მა.

UE5-ის შესაძლებლობების სადემონსტრაციოდ, Epic-მა დემო ვიდეო შემოგვთავაზა.



აშკარად იგრძნობა თამაშის გრაფიკის დაუჯერებელი პროგრესი, დეტალური ტექსტურები, ფოტო-რეალისტური განათების ეფექტები და ა.შ. Kim Libreri-ის თქმით, მომავალი თაობის კონსოლები მომხმარებლებს კვანტურ ნახტომს სთავაზობენ და UE5 სწორედ ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ორი ახალი ხელსაწყო, რაც UE5-ის გამოშვებას მოჰყვება, არის : Natine და Lumen.
Natine არის ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იმდენი გეომეტრიული დეტალის ვირტუალიზაცია, რამდენსაც თვალი აღიქვამს. ამ გზით, შესაძლებელია მივიღოთ კინემატოგრაფიული ხარისხის მქონე გამოსახულება რეალურ დროში. დეველოპერებისთვის, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ხელსაწყო იძლევა ექსტრემალურად მაღალი დეტალური გამოსახულების შექმნას ნაკლები დროისა და რესურსების დანახარჯით.

დაათვალიერეთ სურათები

როგორც Epic ამბობს, UE5-ს 2021 წლამდე ვერ ვიხილავთ, მაგრამ დეველოპერებისთვის UE4-დან UE5-ზე დაუყოვნებლივ გადასვლაც კი საკმაოდ მარტივი იქნება, მათ შეეძლებათ UE4-ზე განხორციელებული პროექტების UE5-ზე გადატანა.


Facebook კომენტარები