article poster

შეიცვლება თუ არა Battlefield 6-ის სიუჟეტი?

მას შემდეგ, რაც EA-მ Battlefield 6-ის გამოსვლის თარიღად 2021 წელი ოფიციალურად დაასახელა, ფანები მოუთმენლად ელიან თამაშის შესახებ რაიმე სიახლეს. როგორც უკვე ავღნიშნეთ, თამაში ახალი თაობის კონსოლებზე, Xbox Series X-სა და PS5-ზე გამოვა. რა თქმა უნდა, ისინი ბევრად უკეთეს ტექნოლოგიურ სიახლეებს გვთავაზობენ წინა კონსოლებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ სტუდია DICE ყოველთვის მაქსიმალურად აუმჯობესებდა თამაშის სერიების გრაფიკას, მაშინ დასაბუთებული მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ გრაფიკითა და შესაძლებლობებით მართლაც საუკეთესო თამაშს მივიღებთ.

Call Of Duty: Modern Warfare და Warzone სერიოზულ გამოწვევად იქცა Battlefield-ისთვის. თამაშის ბოლო ორ სერიაში მოქმედება ვითარდებოდა პირველი მსოფლიო ომისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გამოირჩეოდა შეუდარებელი გრაფიკითა და ლანდშაფტით, თამაში პოპულარობას მაინც ჰკარგავდა. როგორც ჩანს, მოთამაშეები სამეცნირო-ფანტასტიკური (Sci-Fi) ჟანრის თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას, რასაც მოწმობს ისიც, რომ Call Of Duty: Modern Warfare-ის სერიებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს.

ჩვენი ვარაუდით, ყველაზე ჭკვიანური და მოსალოდნელი იქნება, თუ Battlefield 6-ის სიუჟეტი შედარებით თანამედროვე ეპოკაში გადაინაცვლებს. PUBG, Fortnite და მსგავს თამაშებზე განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გამო,დიდი ალბათობით BF6-ში battle royale რეჟიმსაც ვიხილავტ.
Facebook კომენტარები