article poster

ნახეთ PS5 ივენთზე წარდგენილი 24 საუკეთესო თამაშის მოკლე მიმოხილვა

მართალია, ამ ივენთს დიდი ხანი ველოდით, თუმცა, ცდა ამად ღირდა. თუ თქვენ არ გიყურებიათ ლაივ სტრიმისთვის, მინდა გითხრათ, რომ Sony-მ მართლაც საუკეთესო თამაშები წარმოგვიდგინა, მათგან რამდენიმე კი Playstation 5-ის ექსკლუზივია.
ჩვენთვის ცოტა არ იყოს, სიურპრიზი იყო DualSense კონტროლერის ახლოდან ნახვა.

ვიცით, რაც შეიძლება მალე გინდათ გაიგოთ თუ რა მოხდა ივენთზე, ასე რომ დავიწყოთ!


Sony-მ PS5-ის დემონსტრაცია მოახდინა

საკმაოდ ბევრი კითხვა ისმოდა ინტერნეტში ახალი კონსოლის დიზაინის თაობაზე და საბოლოოდ Sony-მ გადაწყვიტა ჩვენთვის ეჩვენებინა ახალი Playstation 5. კონსოლს აქვს თეთრი გვერდები გლუვი, მოღუნული ცენტრით. როგორც ცნობილია, Sony გამოუშვებს კონსოლის ორ ვერსიას, საიდანაც ერთი იქნება შედარებით თხელი მაგრამ დისკის ჩასადების გარეშე (მხოლოდ თამაშის ონლაინ, Digital ვერსიები).
ჩვენ ასევე თვალი გადავავლეთ კონსოლის აქსესუარებსაც.

Horizon Forbidden West



Horizon Forbidden West არის გაგრძელება სექუელისა Horizon Zero Dawn. თამაშის ახალ ნაწილში არის საკმაოდ მრავალფეროვანი ხედები და აღჭურვილობები. თამაშში სულ სხვა დონეზე შეიცნობთ ბუნებას.

Grand Teft Auto V - 2021 წელს გამოვა



Rockstar-მა დააანონსა GTA V-ის PS5-ზე გამოსვლა. ეს იქნება თამაშის მეორე, გადაკეთებული ვერსია (მას შემდეგ, რაც PS3-დან თამაში გადაიყვანეს PS4-ზე). ამჯერად, PS5 ვერსიაში, Rockstar აპირებს თამაშის გრაფიკის გაუმჯობესებას 2021 წლისთვის. Sony-მ განაცხადა, რომ PS5-ის მომხმარებლები, რომლებიც PS Plus სერვისით ისარგებლებენ, GTA V-ს უფასოდ მიიღებენ.

Spider-Man: Miles Morales



თამაში PS5-ზე სავარაუდოდ 2020 წლის შემოდგომის ბოლოსკენ გამოვა, PS5 კონსოლის გამოსვლის პარალელურად. თამაშის თრეილერის ჩვენებით ვიხილეთ, თუ რაოდენ სწრაფად შეუძლია ახალი Playstation 5-ს მონაცემების დამუშავება. დამატებითი ინფორმაცია ამ თამაშზე შეგიძლიათ გაიგოთ ბმულზე დაჭერით.

Gran Turismo 7



Sony-მ გამართულ ღონისძიებაზე გვაჩვენა Gran Turismo 7-ის თრეილერი. ფრანჩაიზმა ადრევე შეძლო თამაშში ფოტორეალისტური გრაფიკის დანერგვა, როგორც ეს წინა ვერსიებიდანაა შესამჩნევი, თუმცა, როგორც ჩანს ამჯერად სონი უფრო მეტად აქცენტირებულია PS5-ის აუდიო შესაძლებლობებზე.

Ratchet & Clank



Insomniac Games-მა გადაწყვიტა თამაში Ratchet & Clank: Rift Apart კვლავ წარმოედგინა Sony-ის კონსოლებზე. გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თამაშში მრავლადაა ახალი პლანეტები და განზომილებები, თქვენ მათში გადასვლა მომენტალურად შეგეძლებათ, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს Sony-ის ახალი მოწყობილობის აშკარად გაუმჯობესებას.

Project Athia



Project Athia არის ახალი თამაში, შექმნილი Square Enix-ის მიერ ექსკლუზიურად PS5-ისთვის. თამაშის შესახებ ჯერჯერობით დეტალები არაა ცნობილი, თუმცა, თამაში თავისი თავბრუდამხვევი გრაფიკითა და ფანტასტიკური გარემოთი საკმაოდ საინტერესო თავგადასავალს გვპირდება.

Returnal



ახალი, PS5-ის ექსკლუზიური თამაშის მთავარი პროტაგონისტი არის პიროვნება, რომელიც ხშირად განიცდის ტრამვის მომენტებს. თამაშში ვითარება უცხო პლანეტაზე მიმდინარეობს, სადაც თქვენ მოგიწევთ ამ პლანეტაზე არსებულ მონსტრ სხეულებთან შებრძოლება.

Sackboy A Big Adventure



SackBoy: A Big Adventure თითქმის სრულიად თამაშ LittleBigPlanet-ის სტილისაა. შეიძლება ითქვას, დროის გასაყვანი თამაშია თუ თქვენ მსგავსი სტილი გიზიდავთ, დანარჩენი კი თრეილერში შეგიძლიათ იხილოთ.

Destruction AllStars



თუ თქვენ ეძებთ თამაშს, სადაც შერეულია რბოლა, აფეთქებები და სხვადასხვა პლატფორმები, მაშინ მომილოცავს, თქვენ ის უკვე იპოვეთ.

Stray



ცოტა არ იყოს, რთული სათქმელია თუ რისი გაკეთება მოგიწევთ თამაშში. რობოტი იქნებით, კატა თუ ორივე ერთად?

Kena: Bridge of Spirits



ცოტა არ იყოს, თამაში სმურფების სამყაროს მოგვაგონებს. თქვენ მათ მსგავს პატარა არსებებთან ერთად ცხოვრება და სხვადასხვა უცნაურ ქმნილებებთან ბრძოლაც კი მოგიწევთ. თამაშში საკმაოდ ლამაზი და უცხო ბუნება გელით.

Oddworld Soulstorm



თამაშის პერსონაჟები საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებიან, თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით თამაშის სიუჟეტზე, ის საკმაოდ განსხვავებულია. თამაშში თქვენ ხართ უცხოპლანეტელთა ერთ-ერთი რასის წარმომადგენელი.

GhostWire: Tokyo



მას შემდეგ, რაც ტოკიოში მოსახლეობის 99% განადგურდა, ქალაქი მთლიანად ააოხრეს სუპერ ზებუნებრივმა ძალებმა. თქვენი მიზანია, ამოხსნათ საიდუმლო, თუ რამ გამოიწვია ხალხის მასების გაუჩინარება. ამაში თქვენ დაგეხმარებათ შესანიშნავი არსენალი და სპექტრალური შესაძლებლობები.

Godfall



ჩვენ კვლავ ვიხილეთ Godfall სხვა რაკურსით. სავარაუდოდ, თამაში PS5-ის პარალელურად გამოვა. თქვენ იმყოფებით Aperion-ის სამყაროში, ადგილი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება.

Solar Ash



Hyper Light Drifter-ის შემქმნელებზე გადაწყვიტეს ახალი თამაში შემოგვთავაზონ. იმოგზაურეთ სიურეალისტურ, თვალნათლივ და მაღალ დონეზე მოწყობილ სამყაროში, სადაც მრავლადაა მისტიურობები.

Hitman III - 2021 წლის იანვარს გამოვა



აგენტი 47 ბრუნდება თავისი საქმიანობითა და უბადლო პროფესიონალიზმით. მემგონი ჰიტმენის მესამე ნაწილი არ გვაწენდა, არა?

Astro's Playroom



Sony მუშაობს ახალ თამაშ - Astro’s Playroom-ზე. ეს არის პლატფორმული თამაში ასტრობოტების სამყაროში. არვიცით მოგწონთ თუ არა მსგავსი თამაშები, მაგრამ როგორც Sony-მ განაცხადა, Astro’s Playroom-ს ავტომატურად მოაყოლებს კონსოლებს.

Little Devil Inside



როგორც ჩანს, თამაშის შექმნაზე ბევრი არ უწვალიათ (არც გრაფიკაზე და არც შინაარსზე), თუმცა Goat Simulator-ს ჯობია. თამაში გამოირჩევა უნიკალური სტილით, ახალი სცენებით, მონსტრებით და სხვა დეტალებით.

Bugsnax



ახალი თამაში Octodad სტუდიიდან წელს, PS5-თთან ერთად გამოვა (აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თამაში PS4 კონსოლისთვისაც გამოვა). დანარჩენისთვის კი უბრალოდ თრეილერი უნდა ნახოთ.

NBA 2K21



კალათბურთის მოყვარულები რომ ამ თამაშს მოუთმენლად ელოდით, ცხადია. თამაში ახალი კონსოლის გამოსვლამდე გამოვა, თუმცა, სონიმ მაინც გადაწყვიტა მისი PS5-ზე დემონსტრაცია. თამაშში საკმაოდ დაიხვეწა გრაფიკა და ტექსტურები, უფრო ცხადად ჩანს ბევრი დეტალი, რაც მოიცავს მოძრაობისას ტანსაცმლის რხევას და ა.შ.

Demon's Souls



შესაძლოა ბევრ თქვენგანს გეცნოთ თამაშის სათაური. დიახ, Bluepoint Games-მა გადაწყვიტა თამაშის სრული რეინკარნაცია, ასე რომ, თქვენ გელით გასაოცარი გრაფიკა და თავბრუდამხვევი ისტორია. (თრეილერში ერთ-ერთი სცენა ჰგავს თორის ფილმის დასაწყისს).

Deathloop



Deathloop არის ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად ძალადობრივი შუთერი, რომლის შექმნაზეც მუშაობდა სტუდია Arkane - თამაშ Prey და Dishonored-ის ავტორი. Ghostwire: Tokyo-ს მსგავსად, ეს თამაში გასულ წელს დაანონსდა. როგორც ჩანს, თამაშში ბევრი ელემენტი Hitman-დან არის გადმოღებული.

Resident Evil Village - 2021 წელს გამოვა



ამ თამაშს წარსდგენა ნამდვილად არ სჭირდება. Capcom-მა გადაწყვიტა ფრანჩაიზის გაგრძელება PS5 მომხმარებლებისთვის. Resident Evil 7-ის მსგავსად, ჩვენ გველის პირველი პირის თამაში. შესაძლოა, ცოტა ცუდად გამოიყურებოდის FP საშინელებათა ჟანრის თამაშისთვის, თუმცა, ამ მცდელობამ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა თავის დროზე.
Facebook კომენტარები