article poster

Codemasters-მა ახალი F1 2020 გამოსვლის თარიღი დაანონსა

F1 2020 წელს, 10 ივლისს გამოვა PS4, Xbox One, PC და Google Stadia პლატფორმებზე. სტანდარტული ვერსიის პარალელურად ორი განსაკუთრებული გამოშვება გამოვა: F1 Seventy Edition, რომელიც F1-ის შექმნიდან 70-ე წლისთავს აღნიშნავს და მეორე - Michael Schumacher Deluxe Edition, რომელიც ექსკლუზიურად მოიცავს ცნობილი მრბოლელის, შუმახერის 4 ლეგენდარულ მანქანას: Jordan 191, Benetton B194, Benetton B195 და Ferrari F1-2000.



გრაფიკის მხრივ თამაშში დიდი ცვლილებები არ ყოფილა, თუმცა თუ ამ სერიას წინა სერიებს შევადარებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაშში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განხორციელდა, რაზეც ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ. 

თუ კი მოგბეზრდათ არსებული სხვადასხვა ჯგუფებით თამაში, მაშინ გული არ გაიტეხოთ ვინაიდან ახალ F1-ში თქვენ შეგეძლებათ შექმნათ საკუთარი ჯგუფი უნიკალური ლოგოთი: აირჩიოთ მძღოლი, დაიქირაოთ თანაგუნდელები, აირჩიოთ არა მარტო სპონსორი, არამედ ძრავის მომწოდებელი კომპანიაც. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაზე დრამატული ცვლილებებია კარიერულ რეჟიმში რაც კი ოდესმე თამაშში განხორციელებულა, რასაც უფრო ღრმად გადავყავართ F1 სამყაროში.

ასევე ბრუნდება Multiplayer – Split-screen რეჟიმი, რაც საშუალებას გვაძლევს ეკრანი რამდენიმე ნაწილად გავყოთ და offline ვითამაშოთ მეგობრებთან ერთად ერთი კონსოლით ან მოწყობილობით.



Facebook კომენტარები