თამაში, რომელმაც შეცვალა სკეიტბორდის სამყარო, დაბრუნდა!
როგორც Activision-მა დაანონსა, Tony Hawk's Pro Skater-ის პირველი და მეორე ნაწილის რიმეიქი 2020 წლის 4 სექტემბერს გამოვა შემდეგ პლატფორმებზე: PS4, Xbox One და PC. თუმცა, მისი PC-ზე შეძენა მხოლოდ Epic Store-დან შეგეძლებათ. წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში კი თამაშის დემო ვერსიას მიიღებთ. აქვე შეგახსენებთ, რომ თამაშის ღირებულება $40 იქნება.როგორ შეიცვლება თამაშის პირველი და მეორე ნაწილის gameplay?
იმისათვის, რომ თამაში კვლავ ბევრად მიმზიდველი გახდეს მოთამაშეებისთვის, Tony Hawk's Pro Skater I და II ნაწილში შერეული იქნება ძველი და ახალი ლეველები, პროფესიონალი სკეიტერები, "ძველი სკოლის" ტრიუკები და ბევრი რამ, რაც 90-იანებიდან გვახსოვს. მეტი მრავალფეროვნებისთვის კი ახალი მიზნები და გამოწვევები გელით.
თამაშში იქნება online და offline რეჟიმი. ასე რომ, შეგეძლებათ შეეჯიბროთ თქვენს მეგობრებს ტრიუკების გაკეთებაში.
თამაშის პერსონაჟები:
Tony Hawk |
Bucky Lasek |
Steve Caballero |
Geoff Rowley |
Andrew Reynolds |
Elissa Steamer |
Chad Muska |
Eric Koston |
Rodney Mullen |
Rune Glifberg |
Kareem Campbell |
Jamie Thomas |
Bob Burnquist |