article poster

Marvel's Iron Man VR გამოსვლის თარიღი ცნობილია

Sony-მ ახალი Iron Man-ის თამაშის გამოსვლის თარიღად 2020 წლის ივლისი დაასახელა. თამაში არის PS4 VR ექსკლუზივი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ PS4 და PS5 კონსოლებზე, სპეციალური Sony VR კომპლექტით, რაც მოიცავს ვირტუალური რეალობის სათვალეს, PlayStation-ის კამერასა და სხვა საჭირო ხელსაწყოებს.

თავდაპირველად თამაშის გამოსვლა 2020 წლის 28 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა Sony-მ ის 15 მაისამდე გადაწია, შემდგომ კი კორონა ვირუსის პანდემიის გამო გამოსვლის თარიღი უსასრულოდ გადაიდო, თუმცა დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 

წარმოიდგინეთ თქვენ ხართ ტონი სტარკი რომელსაც რკინის კაცის კოსტუმი აცვია (მარველის ბოლო ფილმებს თუ გავიხსენებთ, ამ კოსტუმს ბევრი ფუნქციები შეემატა) და ცაში ნარნარებთ. პარალელურად მოგიწევთ მტრის ხომალდების განადგურება, რისთვისაც მეტი სისხარტე და მანევრების გამოყენება დაგჭირდებათ. ხოლო თუ ჩვენ Sony VR ტექნოლოგიის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, მაშინ რათქმაუნდა ძალიან გასართობი და გასაოცარი თამაში გველის. აღარ მოგიწევთ რკინის კაცის ყურება, რადგან ის თავად იქნებით??? ჰმ... საინტერესოა...

ახლა კი თამაშის Gameplay-საც გადავავლოთ თვალი


Facebook კომენტარები