article poster

თვალი გადაავლეთ Xbox Series X თამაშების პირველ Gameplay-ს

თვეების განმავლობაში აგორებული ჰაიპების შემმდგომ, Microsoft-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის ეჩვენებინა იმ თამაშების gameplay რომლებიც შემდეგი თაობის კონსოლზე, Xbox Series X-ზე გამოვა. 7 მაისს გამართულ ღონისძიებაზე Xbox-მა გვაჩვენა 13 თამაში, რომლებიც წელს, შემოდგომას გამოვა.
გუშინ გამართულ ღონისძიებას ყველაზე მეტად ამაღელვებელს ხდის Assassin's Creed Valhalla-სა და Madden 21-ის გამოჩენა. სამწუხაროდ ვერ ვიხილეთ Halo Infinite, რომლის ჩვენებაც ივლისამდე გადაიდო.
ახალმა თრეილერებმა გარკვეულწილად დაგვანახა ის გაუმჯობესებები, რასაც ახალ Xbox Series X-ში ვიხილავთ: Ray-Tracing Lighting ეფექტები, 8K რეზოლუცია და თამაშების ჩატვირთვის დროის მნიშვნელოვანი შემცირება.

Assassin's Creed Valhalla



ეს ნამდვილად არ არის პირველი თრეილერი რომელიც Valhalla-ზე გავრცელდა, თუმცა ამ ვიდეოში ჩვენ მეტი წარმოდგენა შეგვექმნა უშუალოდ თამაშის გეიმფლეიზე. როგორც ჩანს, თამაშში მრავლად მოგვიწევს მტრებზე თავდასხმა და მათი გაძარცვა, განსაკუთრებით კი გამოსარჩევია საქსებთან და ინგლისთან ბრძოლა, რომელზეც მთლიანად თამაშის სიუჟეტი არის აგებული.

Bright Memory: Infinite



ამ თამაშს განსაკუთრებით გამოარჩევს ის ფაქტი, რომ მის შექმნაზე მხოლოდ ერთი პიროვნება მუშაობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ შესანიშნავ გრაფიკასა და თავბრუდამხვევ ფანტასტიკურ სიუჟეტებზე, რომელიც თამაშში გელით.
მოქმედება ვითარდება 2036 წელს, ირგვლივ სრული ქაოსია: ციდან ჩნდებიან ანტიკური ხანის მეომრები, ფენომენალური არსებები, ადამიანები მომავლიდან... თითქოს სხვადასხვა სამყარო ერთმანეთში აირია. არსებობს ადამიანი, რომელიც ორ სამყაროს გადაურჩა, საიდუმლოს ამოსახსნელად მისი მოძებნა მოგიწევთ.

Call of the Sea



Call of the Sea არის პირველი პირის სათავგადასავლო, ლოგიკური თამაში, რომელიც გვიყვება ისტორიას 1930 წელს მომხდარ ამბავზე, რომელიც გადახდა Norah-ს, ქალს, რომლის ქმარიც მასთან ერთად მატარებლით მოგზაურობის დროს გაუჩინარდა. თამაშში თქვენ მოგიწევს გამოიძიოთ რა მოხდა სამხრეთ ოკეანის ამ ლამაზ, მაგრამ იდუმალ კუნძულზე. იგრძნობა მსგავსება თამაშ Firewatch-თან, თუმცა ამჯერად თქვენ გელით ბევრად გასაოცარი თავგადასავლები.

Chorus



გამოსცადეთ გიჟური მანევრები თქვენი ხომალდით, ჩაერთეთ კოსმიურ თავდასხმებში, იბრძოლეთ რათა გაერთიანდეთ დიდი წინასწარმეტყველის წინააღმდეგ, რომელიც თავის შესაძლებლობებსა და ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ეს თამაში ნამდვილად გამოგზაურებთ კოსმიურ სამყაროში, სადაც ყოველთვის ომია და გადარჩენისთვის დიდი ბრძოლების გადატანა გიწევთ.

Dirt 5



Microsoft-ს ოფიციალურად არ დაუანონსებია Forza-ს ახალი თამაში Xbox X სერიისთვის, თუმცა, თუ მაინც გკლავთ სიჩქარის წყურვილი და გსურთ დროის გატარება, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. Codemasters-მა დაანონსა, რომ თამაში ახალ Xbox-ზე წელს, ოქტომბრის თვეში გამოვა. სასიხარულია ის ფაქტიც, რომ ამჯერად Career Mode-ში თქვენ თავად შეგეძლებათ თამაშის სიუჟეტის თქვენს ნებაზე წარმართვა.
თამაშს ექნება Multiplayer Mode, სადაც მაქსიმუმ 12 მეგობარს შეგიძლიათ შეეჯიბროთ online, ხოლო რაც შეეხება offline რეჟიმს, შესაძლებელი იქნება ეკრანის 4 ნაწილად გაყოფა და ერთმანეთთან შეჯიბრი.

MADDEN NFL 21



Madden - ნამდვილად გამაგიჟებელია... და ბევრად უკეთესი... როგორც ჩანს, Electronic Arts ნამდვილად დაინტერესდა ამერიკული ფეხბურთით. როგორც EA გვპირდება, მომავალი თაობის კონსოლების წყალობით თამაშის დროს ტქვენ სრულიად სხვა სამყაროში იგრძნობთ თავს.
ასევე კარგი სიახლეა ისიც, რომ თუ თქვენ თამაშს უკვე ფლობდით Xbox One-ზე, განახლებას X სერიაზე სრულიად უფასოდ მიიღებთ.

SCARLET NEXUS



თამაშში მოქმედება ვითარდება შორეულ მომავალში, როდესაც ადამიანის ტვინში აღმოაჩინეს ფსიონიკური ჰორმონი, რომელიც იწვევს გონებრივი შესაძლებლობების არანორმალურ განვითარებას (გაგახსენდათ ფილმი Limitless?), რაც გამოიხატება ექსტრასენსორულ შესაძლებლობებში, რომელიც სრულიად ცვლის სამყაროზე წარმოდგენას. სწორედ ამ დროს, როდესაც ადამიანებმა ფაქტობრივად ახალი ერა შექმნეს, მოულოდნელად გამოჩნდნენ მუტანტები, რომლებმაც დაიწყეს ნადირობა ადამიანის ტვინებზე.
თქვენი პერსონაჟი არის ერთ-ერთი მაღალი დონის ექსტრასენსორული შესაძლებლობების მქონე ადამიანი, რომელიც არის კაცობრიობის ამ გასაჭირიდან დახსნის უკანასკნელი იმედი.

SCORN



როგორც თამაშის შექმნელები თავადვე აღწერენ, Scorn - ეს არის ატმოსფერული პირველი პირის სათავგადასავლო თამაში (თქვენც გაგიკვირდათ, არა?). თამაშში თითქოს თქვენ გადაგისროლეს სხვა სამყაროში, სადაც სრულიად იზოლირებული ხართ და თავი სიზმარში გგონიათ. თითოეულ ადგილს გააჩნია თავისი უნიკალური ისტორია და თავსატეხები. რაც უფრო მაღალ ლეველზე ახვალთ, მით უფრო მეტი ერა იხსნება და თქვენი საბრძოლო არსენალიც ფართოვდება.

SECOND EXTINCTION



მუტანტმა დინოზავრებმა დაიპყრეს პლანეტა დედამიწა და ახლა თქვენ მოგიწევთ მათ წინააღმდეგ ბრძოლა, რათა იხსნათ პლანეტა და კაცობრიობა განადგურებისგან.
თამაში თავისი co-op შუთერული სტილით ძალიან ჰგავს Left 4 Dead-ს, მაგრამ მისგან განსხვავებით თქვენ  აქ 3 კაციანი ჯგუფი გეყოლებათ (თუმცა მარტო თამაშიც იქნება შესაძლებელი). კომპანია Developer Systemic Reaction რომელიც მის შექმნაზე მუშაობდა, გვპირდება იარაღების უნიკალურ კომბინაციას, თავბრუდამხვევ ილეთებსა და შესაძლებლობებს.

THE ASCENT



THE ASCENT არის სოლო / კო ოპერატიული RPG თამაში სამეცნიერო-ფანტასტიკური (SciFi) ისტორიით. სამყარო მიდის არასწორი გზით - მეგა კორპორაციები აკონტროლებენ მთელ მსოფლიოს. თქვენ კი მოგიწევთ მათთან გამკვლავება მარტო ან მეგობრებთან ერთად, ეს უკვე თქვენი ნებაა. მთავარია, დაამარცხოთ მტერი და დაამყაროთ მშვიდობა.

THE MEDIUM



THE MEDIUM - საკმაოდ საშიში მაგრამ ავადროულად მისტიური თამაში გახლავს. თქვენი პერსონაჟის სახელია Marianne, რომელიც ორ სამყაროს, რეალურსა და სულიერს შორის არის გამომწყვდეული. სამწუხაროდ თამაშის შესახებ ბევრი დეტალი არ არის ცნობილი, თუმცა შემქმნელი სტუდია მის გვპირდება რომ მათ მალე გვამცნობს.

Vampire: The Masquerade - Bloodlines 2



გამაოგნებელი ისტორიის მქონე პირველი პირის მოქმედებითი თამაში, რომელიც აერთიანებს საოცარ ღია სამყაროსა და მრავალფეროვან პერსონაჟებს (Vampire სექუელის გაგრძელებაა). თქვენ იქნებით Los Angeles-ის ღამის ქმნილება, რომელსაც მრავალ მტერთან მოუწევს დაპირისპირება, რაც მოიცავს ვამპირებსა და სხვა ღამის ქმნილებებს, მაგრამ ვინაიდან თამაში არის RPG, თქვენ შეგეძლებათ გააკეთოთ არჩევანი ძალადობას, დიპლომატიასა და მზაკვრულად მოქმედებებს შორის.
თამაში დაფუძვნებულია Valve Source Technology-ზე, ძრავზე რომელზეც Half-Life 2 შეიქმნა.

Yakuza 7: Like a Dragon



ახალი სახელი გამოჩნდა Sega’s Yakuza-ს სერიებში. მიუხედავად იმისა, რომ თამაში გამოსულია PS4 პლატფორმაზე იაპონიაში, Sega გვპირდება, რომ Like a Dragon კონსოლ Xbox One X-ზეც გამოვა
Facebook კომენტარები