article poster

Disintegration-ის გამოსვლის თარიღად 16 ივნისი დასახელდა

Private Division-მა და V1 Interactive-მა თამაშ Disintegration-ის გამოსვლის თარიღად 16 ივნისი დაასახელა. როგორც ცნობილია, თამაში გამოვა PS4, Xbox One და PC პლატფორმაზე. მისი შეძენა კი მარკეტებიდან შეგეძლებათ (PC შემთხვევაში - Steam-იდან). გამოვა თამაშის მხოლოდ Digital ვერსია, დისკის შეძენა არ იქნება შესაძლებელი. მისი ღირებულება კი $49.99 იქნება.
თუ თქვენ ჯერ არ გსმენიათ Disintegration-ის შესახებ, მინდა გითხრათ, რომ თამაშზე მუშაობს სტუდია, რომელიც დაკომპლექტებულია Halo, Marcus Lehto და სხვა თამაშების შემქმნელებისგან.
თამაშში თქვენ გელით Single Player კამპანია ფოკუსირებული მომავალში განვითარებულ ვითარებაზე, სადაც ადამიანთა ტვინები რობოტებში არის განთავსებული. Multiplayer-ის რეჟიმში პილოტების ორი ჯგუფი ებრძოლება ერთმანეთს ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებითა და აღჭურვილობებით.
Facebook კომენტარები