მოუთმენლად ელით ახალი Assassin's Creed Valhalla-ს გამოსვლას? ვიკინგების ისტორია ზოგადად საკმაოდ საინტერესოა, რასაც მოწმობს სერიალ ვიკინგებზე მაყურებელთა დიდი მოთხოვნა და ალბათ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ავლებს პარალელებს ამ სერიალსა და მომავალ თამაშს შორის.
დღეს ჩვენ განვიხილავთ ვიკინგების ისტორიაზე დაყრდნობით შექმნილ თამაშებს, რომლებიც კიდევ ერთხელ გამოგზაურებენ ნორვეგიულ სამყაროში მანამ, სანამ ახალი ასასინი გამოვა.
God Of War
ნორვეგიული მითოლოგია - სკადინავიურ ღმერთთა დასის პანთეონი, 9 სამყარო და იორმუნგანდი, ეს ყოველივე ვიკინგური ხანის მთავარი შემადგენელი ნაწილია. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კრატოსმა გულში ჩაიდო ოლიმპიელი ღმერთების წინააღმდეგ შურისძიება. მას შემდეგ, რაც ის გადაურჩა მის საბოლოო შეტაკებას ზევსთან (თავის მამასთან), კრატოსმა იმოგზაურა ანტიკური ხანის ნორვეგიაში და ახლა თავის შვილთან, ავტრესთან ერთად ცხოვრობს ნორვეგიის ღმერთების სამყაროში. ეს სამყარო არ გეგონოთ კარგი და ლამაზი, პირიქით, ის ძალიან ველური ადგილია და აქ მრავლადაა სხვადასხვა სახის მონსტრი. იმ მიზნით, რათა კრატოსმა თავის შვილს ასწავლოს არსებულ გარემოში ცხოვრება, კრატოსმა უნდა დაივიწყოს ის შური და ბოღმა რაც მას მთელი ამ წლების მანძილზე ამოძრავებს და გახდეს თავისი შვილისთვის სამაგალითო მამა და მასწავლებელი.
თამაში გამოირჩევა ძალიან კარგი გრაფიკითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით. თამაშში თქვენ გელით სხვადასხვა სახის იარაღები: ლევიათანის ნაჯახი (კრატოსის მთავარო იარაღი), დამცავი ფარი, ქაოსის ხმალი. ასევე გელით სხვადასხვა რელიქვიები და არტეფაქტები.
For Honor
Assassin's Creed Valhalla არ არის პირველი თამაში როდესაც Ubisoft ცდილობს ნორვეგიული ისტორიის წარმოჩენას მოთამაშეების წინაშე. ღირსებისთვის - ასე ჰქვია ამ თამაშს, ვინაიდან თქვენ მართლაც რომ თქვენი ღირსების დასაცავად უნდა იბრძოლოთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი მოთამაშე 4 განსხვავებული კატეგორიიდან: Iron Legion (რაინდები), Warborn (ვიკინგები), Dawn Empire (სამურაი) და Wu Lin (ბრძოლის ოსტატი). თითოეული კატეგორიის პერსონაჟს აქვს ასევე ოთხი სხვადასხვა კლასი სადაც თითოეულ მათგანს სხვადასხვა უპირატესობა აქვს რაც გამოიხატება დარტყმისა და დაცვის განსხვავებულ თანაფარდობაში.
მიუხედავად ამისა, თითოეული პერსონაჟი უნიკალურია ვინაიდან მათ აქვთ განსხვავებული იარაღები, შესაძლებლობები და ბრძოლის სტილი.
თამაში შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც მარტომ, ასევე მეგობრებთან ერთად ონლაინ
Northgard
ნორვეგიული მითოლოგია გახდა Shiro Games-ის ჯგუფის შთაგონების წყარო. Northgard - ეს არის real-time სტრატეგიის თამში, სადაც წლების განმავლობაში, დაუღალავი ძიების შემდეგ, ვიკინგებმა აღმოაჩინეს ახალი მიწა, სახელად - Nordgard, რომელიც იდუმალებით, საფრთხეებით და სიმდიდრეებით არის სავსე. მამაცმა ჩრდილოელებმა კი გადაწყვიტეს დაიპყრონ ეს უცხო მიწის ნაპირები, რათა თავიანთ კლანს დიდება მოუტანონ და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ისტორიაში. ამისათვის მათ მოუწევთ ბრძოლა ველური ცხოველების და მკვდრების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ მიწაზე ბინადრობენ.
Total War Saga: Thrones of Britannia
თამაშში მოქმედება ვითარდება ქრისტეშობიდან 843 წელს ბრიტანეთისა და ირლანდიის მიწებზე. მეფე ალფრედ დიდმა შეკრიბა ჯარი და ძლევამოსილი ვიკინგები ''ედინგტონის'' ბრძოლაში დაამარცხა. პირველად, 80 წლის მანძილე, ქვეყანაში სიმშვიდემ დაისადგურა. მაგრამ გავიდა დრო და ქვეყანას, ძველ მტრებთან ერთად, ახლებიც დაემუქრნენ.
თქვენზეა დამოკიდებული თუ რომელ ტომს აირჩევთ თქვენი გეგმების განსახორციელებლათა და საბრძოლველად: ვიკინგებს, ინგლისელებს თუ ანგლოსაქსებს? (ამჯერად ჩვენ ვიკინგებს გირჩევთ).
The Banner Saga
თამაშში მოქმედება ვითარდება ვიკინგური ლეგენდით შთაგონებულ სამყაროში, სადაც ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ გიგანტური ქმნილებეი, როგორიცაა: ვარლსი, დრედჯი და ა.შ. ის მართალია თამაში არ გამოირჩევა გრაფიკით, მაგრამ თქვენ გელით ინტერაქტიული ისტორია, სადაც სწორედ თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ განავითარებთ თამაშის მომავალს. როლური თამაში,რომელიც დაფუძნებულია სკანდინავიურ მითოლოგიაზე,მოქმედება ხდება ღმერთებს და ადამიანებს შორის.თქვენ ეწვევით ბევრ ლამაზ ადგილს,არის ტაქტიკური ბრძოლები და მოგიწევთ მიიღოთ გადაწყვეტილებები.
Hellblade : Senua's Sacrifice
ნორვეგიული მითოლოგიისა და კელტური კულტურის შთაგონებით Ninja Theory-მ ახალი თამაშის შექმნა გადაწყვიტა. Senua გახლავთ კელტი მეომარი,რომელიც შეპყრობილია ფსიქოზით. მისი ხალხი, ფიქტები, წარმოშობით ორკნების კუნძულიდან არიან. მათ თავს ვიკინგები დაესხნენ და ის სრულად გაანადგურეს, მხოლოდ რამდენიმე მათგანი გადაურჩა სიკვდილს. ეს არის თამაში, სადაც თქვენ გელით ბნელი, მაგიური გარემო და დაუვიწყარი მოგზაურობა ვიკინგების სამშობლოში. Senua-ს მოგზაურობა არის საშიში, ტრაგიკული, მტანჯველი, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს საკუთარი მიზნის მისაღწევად: იხსნას თავისი დაღუპული შეყვარებულის სული ქალღმერთ ჰელასგან.