article poster

Battlefield-ის მომდევნო თამაში 2021 წელს გამოვა

შემდეგი Battlefield-ის სერია 2021 წელს გამოვა და რაც მთავარია თამაშში ვიხილავთ სრულიად ახალ შესაძლებლობებს ვინაიდან EA-მ დაადასტურა მისი ახალ კონსოლებზე, PS5-სა და Xbox Series X-ზე გამოსვლა.

IGN-თან ინტერვიუს დროს, Electronic Arts-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტუდია Dice კვლავ აპირებს Star Wars Battlefront 2-ისა და Battlefield 5-ის პროგრამულ მხარდაჭერას მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში სტუდია ფოკუსირებულია Battlefield-ის მომავალზე რომელსაც 2021 წელს ვიხილავთ.
EA-მ ასევე განაცხადა, რომ თამაშის მომავალი სექუელი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რის საშუალებასაც მომავალი თაობის კონსოლები გვაძლევს, ამიტომ უცნობია ვიხილავთ თუ არა თამაშს PS4-სა და Xbox One-ზე.

Dice-მა ახლახანს დაადასტურა, რომ Battlefield 5-ის შემდეგი თავი იქნება უკანასკნელი თუმცა კვლავ განაგრძობს თამაშში შეცდომების გასწორებას. ანალოგიური ეხება Star Wars Battlefront 2-საც, რომლისთვისაც ბოლო განახლება Battle On Scarif იქნება.
Facebook კომენტარები