article poster

ყველაფერი, რაც ახალი Assassin's Creed Valhalla-ს შესახებ უნდა ვიცოდეთ

Assassin's Creed Valhalla 30 აპრილს გამართულ პრემიერაზე ოფიციალურად დაანონსდა. Ubisoft-ის მორიგი Assassin's Creed-ის სექუელი 2020 წელს გამოვა და თამაშის ისტორია მთლიანად ვიკინგებზე იქნება დაფუძვნებული. თქვენ, როგორც ვიკინგების ტომის მეთაური, შეებრძოლებით საქსებს, რომლებიც ინგლისში დასახლებას ცდილობენ.
ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ჯერჯერობით ცნობილი Assassin's Creed Valhalla-ს შესახებ.

როდის ვიხილავთ Assassin's Creed Valhalla's გამოსვლის თარიღს?

ჩვენთვის კონკრეტული თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ თამაში გამოვა 2020 წლის ნოემბერს.

როგორია ახალი Assassin's Creed Valhalla-ს თრეილერი?

თქვენ შეგიძლიათ უყუროთ Assassin's Creed Valhalla-ს თრეილერს ამ ტექსტზე დაჭერით. ახალი თრეილერი სინემატიკურია, სამწუხაროდ მასში ჯერ ვერ ვიხილავთ ფრაგმენტებს თამაშის უშუალო Gameplay-დან. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგრძნობა თამაშის სასიამოვნო ისტორია, რაც კვლავ შეგვახსენებს რომ ეს თამაში არის ის, რასაც მოველოდით Ubisoft-ისგან.

ვინ არის თამაშის მოქმედი მთავარი გმირი?

თქვენ პერსონაჟი იქნება ეივორი, მამაცი მებრძოლი და ვიკინგების კლანის ლიდერი. სასიამოვნო ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ პერსონაჟის სქესი, იბრძოლოთ კაცი ან ქალი პერსონაჟით. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორ გამოიყურება ქალი პერსონაჟი. მას ვიხილავთ მხოლოდ physical collector's გამოშვებაში (რომელიც 200$ ეღირება) მაგრამ უცნობია იქნება თუ არა რაიმე ძირითადი განსხვავება თამაშის ამ ორ ვერსიას შორის.

როდის და სად იღებს Valhalla დასაბამს?

Assassin's Creed Valhalla დასაბამს იღებს მე-9 საუკუნის ინგლისში, 873 წელს. ინგლისში ახალი ცხოვრების დასაწყებად თქვენმა კლანმა დატოვა ნორვეგია (თუმცა ახალი ტერიტორის დაპყრობა ნამდვილად არ იქნება მარტივი). თქვენ მოგიწევთ ბრძოლა საქსებთან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ თქვენი არსებობა.
სინამდვილეში, ვიკინგებმა ინგლისის უმეტესი ნაწილი დაიპყრეს 860-900 წლებში, მაგრამ მცირეოდენი შეტევები მანამდეც ხორციელდებოდა. თრეილერში ასევე ჩანს მეფე ალფრედი რომელიც აგზავნის თავის მეომრებს ვიკინგებთანშესაბრძოლებლად. ის იყო ინგლისის ერთ-ერთი მეფეთაგანი, რომელმაც წარმატებით დაამარცხა ჩრდილოელთა არმია.

იქნება თუ არა Valhalla RPG ტიპის თამაში, როგორც lOdyssey-ის სერია?

Assassin's Creed Odyssey-მ ამ მხრივ სრულიად შეცვალა სათამაშო გამოცდილება, ვინაიდან თქვენ შეგეძლოთ თავად გაგეკეთებინათ არჩევანი ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენი სურვილისდა მიხედვით წაგემართათ თამაშის სიუჟეტი. როგორც Ubisoft აცხადებს, გამონაკლისი არც Valhalla იქნება.

თქვენ შეგეძლებათ თქვენს მიერ შექმნილი პერსონაჟების გაზიარება
როდესაც თქვენ გააფართოვებთ თქვენი ტომის დასახლების არეალს ნორვეგიიდან ინგლისამდე, მოგიწევთ მასობრივი თავდასხმების წარმოება საქსების წინააღმდეგ (ხანდახან დიპლომატიური მოლაპარაკებაც შეგეძლებათ).
ასევე შეგეძლებათ შექმნათ თქვენი უნიკალური მებრძოლი და იბრძოლოთ თქვენს კლანთან ერთად და გაუგზავნოთ მებრძოლები თქვენს მეგობრებს, წარმატების შემთხვევაში კი მათი ნაძარცვიდან გარკვეულ წილს თქვენც მიიღებთ.

Valhalla არ გამოვა Steam-ზე (ჯერჯერობით მაინც)

მოგეხსენებათ, რომ The Division 2 ექსკლუზიურად გამოვიდა Epic Games Store-ზე და არა Steam-ზე. Ubisoft განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ის კვლავ გამოუშვებს რამდენიმე თამაშს Epic Store-ზე, მათ შორის შედის Assassin's Creed Valhalla. თამაში ასევე ხელმისაწვდომი იქნება Ubisoft's Uplay launcher-ზე.

რაც შეეხება დათვს, გვეყოლება თუ არა ის თამაშში?ჯერჯერობით დანამდვილებით არ ვიცით, თუმცა თუ სურათიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ეივორს მოუწევს თამაშში დათთვთან ერთად ბრძოლებში ჩართვა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი რამ უკვე ვიხილეთ Origins-სა და Odyssey-ში.
Facebook კომენტარები